მამუკა ბახტაძე – ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სახელმწიფოს განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობაში სტრატეგიული აქცენტები გვაკლდა

ყოველთვის მქონდა განცდა, რომ სახელმწიფოს განვითარებასა და ინსტიტუტების მშენებლობაში სტრატეგიული აქცენტები გვაკლდა, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გავრცელებულ მიმართვაში განვლილი ერთი წელი მიმოიხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იყო. მისი თქმით, მიმართვაში საუბარია მის მიზნებზე, ამოცანებსა და ხედვებზე.

„დღეს გავავრცელე მიმართვა ქართული საზოგადოების მიმართ, სადაც გავაკეთე მიმოხილვა განვლილი ერთი წელი. მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის პოსტი. რა მიზნები და ამოცანები მქონდა, რა იყო პირადად ჩემი მთავარი მიზანი, რომ შემესრულებინა. ამასთან ერთად, ის ხედვა, რომელსაც ვფიქრობ, უნდა იყოს აქტუალური შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის. ავხსენი, რატომ მივიღე გადაწყვეტილება, გადავმდგარიყავი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან.

შარშან, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, გამოვედი ინიციატივით, შეცვლილიყო აქცენტები ჩვენს სამთავრობო პროგრამაში. გავაჟღერე ის ხუთი პრინციპი, რომელსაც ეფუძნებოდა თითოეული ჩვენი რეფორმა თუ ინიციატივა. ამავე დროს, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ჩვენ გვაკლდა სტრატეგიული აქცენტები სახელმწიფოს განვითარებაში, ინსტიტუტების მშენებლობაში და ამას აქვს ლოგიკური მიზეზი. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და სამწუხაროდ, ისე ჩამოყალიბდა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. პოლიტიკური პარტიები ძირითადად სთავაზობდნენ ისეთ დღის წესრიგს, რომელიც მორგებული იყო საარჩევნო მიზნებზე და მას სტრატეგიულ დატვირთვას ნამდვილად ვერ მივცემდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მამუკა ბახტაძის გადადგომაზე – გადადგომას არ აფასებენ, ეს არის მისი გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაკალაძე ბახტაძის მიერ Facebook პოსტით გადადგომაზე: რატომაც არა, რა არის ამაში ცუდი?