მამუკა ბახტაძე IRI-ის კვლევაზე – იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს

IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომელიც მედიისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

ბახტაძე ვარაუდობს, რომ საველე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია, არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორიც საჭიროა ასეთი კვლევებისთვის.

„კვლევა როგორც ვიცი, ოფიციალურიც კი არ არის. იქ სხვა ტიპის ინფორმაციაც იყო პოლიტიკოსების შესახებ. მე გამიჭირდება ამას სერიოზულად ვუპასუხო. იქ ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს. რა თქმა უნდა, ნებისმიემრი კვლევა არის მნიშვნელოვანი, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, საველე სამუშაოს ვინც აწარმოებს, ის არ აწარმოებს მას იმ კრიტერიუმების დაცვით, როგორც ეს უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი კოალიციურ მთავრობაზე – “ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც ბოლო წლებში ორიენტირებული იყო მხოლოდ დესტრუქციაზე
შემდეგი სტატიავერ დაასახელებთ ვერცერთ ადამიანს ჩვენს გუნდში, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება… გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას – პრემიერი