მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე – გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის

„გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას.

ბახტაძის თქმით, შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციას ამის შემდეგ დააფიქსირებენ.

“ქართული ოცნება” მმართველი პოლიტიკური ძალაა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი პარტიიდან რამდენიმე ლიდერი დაასახელოთ, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს. ჩვენ შიდა კონსულტაციები გვაქვს და როგორც ეს დადგენილია კანონმდებლობით, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

“არჩევნებთან დაკავშირებით ერთი სერიოზული კომპონენტია, “ქართული ოცნება“ კანდიდატს ვერ ასახელებს. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია ჩემს მიერ კანდიდატურის დასახელება-არდასახელების საკითხი. პროცესს რომ ვაკვირდები, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პოლიტიკური ძალა კანდიდატს ვერ ასახელებს. იცით რატომ ვერ ასახელებს? იმის გამო, რასაც 5 წელიწადი პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ აკეთებდნენ. ეს იყო შეურაცხყოფის, დაკნინების, პოლიტიკური შანტაჟის, პროპაგანდის ზღვა, რომელიც ააზვირთეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე- მოვუწოდებ პრეზიდენტს, ნუ ეცდება ჩვენს გამოწვევას კინკლაობაში
შემდეგი სტატიაკონსტიტუციაში პრეზიდენტის მეცადინეობაზე პასუხისმგებელი მე არ ვიყავი, თუმცა როგორც ჩანს, ეს სერიოზული პრობლემაა