მამუკა ბახტაძე : განათლება, კულტურა და სპორტი, მათგან წარმატებული ცალკე ვერც ერთი იქნება

გვჭირდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, ის, რაც განათლების სისტემაში ხდება და ის, რაც ეკონომიკაზე აისახება, რთული მოცემულობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პრიორიტეტებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ განათლების სისტემასა და ეკონომიკის განვითარებას შორის მჭიდრო კავშირია.

„განათლება დომინანტი სექტორი უნდა გახდეს. ჩვენს ქვეყანაში ყველა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს რეალიზება. აქ უნდა იყოს ისეთი გარემო, რომ არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ აქაც შეძლოს თვითრეალიზაცია. განათლება, კულტურა და სპორტი – ამათგან ვერც ერთი ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი განმარტებით, პროფესიული სასწავლებლების განვითარება და რეგიონული სასწავლებლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მამუკა ბახტაძისა და ახალგაზრდების შეხვედრა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობს.

მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, განათლების და კულტურის სამინისტროები ერთიანდებიან.

banner
წინა სტატიაშიIDFI – 2015-2017 წლებში საქართველოს 11 428 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელა
შემდეგი სტატიამამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან ბლოკი და ცემენტი მიიტანა