მამუკა ბახტაძე – ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც მთავრობა განახორციელებს, ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს აუცილებელი და ძალიან საინტერესო პროექტია.

„ვიცი, როგორი განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ზუგდიდის ცენტრს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, ეს არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია, განახლება, რათა ქალაქს მივცეთ ახალი სიცოცხლე და ის ძველი ისტორიული ხიბლი, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიისტორიული დოლუმენტის – საქართველოს მხარდაჭერის აქტის კონგრესში წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის შედეგია
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გათვალისწინებული