მამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა

მამუკა ბახტაძე და ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა.

ბახტაძემ და იუნკერმა განათლების რეფორმის შესახებ ილაპარაკეს და ამ კონტექსტში აღინიშნა თბილისში “ევროპული სკოლის” გახსნა.

მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიდავინტერესდებით, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია – მდინარაძე ფარულ ჩანაწეზე
შემდეგი სტატია,,თუ მოინახულეთ მოხუცები, რომლებიც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ, მთელმა საქართველომ ნახა”-თალაკვაძე სამადაშვილს