მამუკა ბახტაძე – ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ

ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ; ჩვენ უპირობოდ ვემხრობით პრობლემის პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით მოგვარებას, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკული WSJ Frontiers-ის ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რაიმე პროგრესი რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის კუთხით.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევაზე არის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაუმჯობესება.

ჟურნალისტი ინტერვიუს დროს ასევე დაინტერესდა ბლოკჩეინთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯებითაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელმაც თავის საჯარო მომსახურებაში – კერძო საკუთრების რეგისტრაციისას, დანერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია.

„მართლაც საოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენ 30%-ით შევამცირეთ საოპერაციო ხარჯები და გავზარდეთ პროდუქტიულობა. დღეს ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჯანდაცვისა და განათლების გადაყვანას ციფრულ ტექნოლოგიებზე – ორივე სექტორში გამოყენებული იქნება ბოლკჩეინი. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და კონცეფციას შეუძლია მთავრობისა და საჯარო უწყებების მიერ მიწოდებული მომსახურების დონის საგრძნობლად გაზრდა. ჩვენ ვცდილობთ, ამ ტექნოლოგის დანერგვა-განვრცობას ყველა ძირითად სფეროში”,- აღნიშნავს პრემიერი ინტერვიუში, რომელიც WSJ Frontiers-მა მისი აშშ-ში ვიზიტისას ჩაწერა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის აგრესიის შემთხვევაში ბრიტანეთი კიბეროპერაციას გეგმავს
შემდეგი სტატია„თბილისობა 2018“ გალაკონცერტითა და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა