მამუკა ბახტაძე – ჩვენი პასუხი გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება

მიუხედავად უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეოს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.

“ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=nc1sOAyRRMs&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიშევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა
შემდეგი სტატიაოკუპაციამ და კანონიერების უხეშმა ხელყოფამ სერიოზული გამოწვევები შეუქმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობას