მამუკა ბახტაძე – ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის

ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
“წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არსებობს, როგორც ამას, სამწუხაროდ, ისტორიაც ადასტურებს. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის 8% იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი ისტორიით. ჩვენ გავუძელით საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს და, რასაკვირველია, არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედს და ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის. ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენ შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცხადია, ეს არ მოხდება ძალის გამოყენებით. ამისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატია, დიპლომატია, შესაძლებლობები, განვითარება და ჰუმანურობა”, – განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიჭუბერში წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშოები დილიდან განახლდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა