მამუკა ბახტაძე – ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული

region
ავტ.: region აგვისტო 16, 2019 15:49

მამუკა ბახტაძე – ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული

მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების” გუნდის წევრი. რაც შეეხება ცვლილებებს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა პარლამენტში წარადგენს განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც მასზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020-ის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

region
ავტ.: region აგვისტო 16, 2019 15:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics