მამუკა ბახტაძე : ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება და რომელიც უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2019 13:01

მამუკა ბახტაძე : ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება და რომელიც უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება და რომელიც არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და იმისკენ, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

“დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, წარსულით, რომელიც დგას სწორედ განათლებაზე და კულტურაზე. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, რომელიც არის განათლება და რომელიც არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და იმისკენ, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა. ამ ეროვნული იდეის მიხედვით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ საქართველო შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მოახდენს თავისი შიდა პრიდუქტის 6%-ის ინვესტირებას განათლებაში. ეს არის ჩვენი გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის, ეს არის ჩვენი განწყობა და სულისკვეთება. ბუნებრივია, მეცნიერებას აქვს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოტენციალი, რომელიც არის საქართველოში, ამის 2-3%-საც ვერ ვიყენებთ”,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია ქვეყანა რეგიონის ეკონომიკური ჰაბი გახდეს, რისთვისაც განათლება უმნიშვნელოვანესია.

„ამასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ ის, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ბუნებრივია, ჩვენ ეს წარმოგვიდგენია მხოლოდ განათლებასთან ერთად და მხოლოდ იმასთან ერთად, რომ საქართველომ დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი რეგიონში. ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციურია დღევანდელი დღე და მეხუთე ჰაბი გაიხსნება სწორედ საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციაზე და ფასეულობაზე დაყრდნობილი არჩევანი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე იქნება დასაბამი ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერულ-ტექნიკური პროცესის”, -განაცხადა პრემიერმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 24, 2019 13:01

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics