მამუკა ბახტაძე – ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, თითოეულ საკითხზე პოზიციები შეჯერდეს

ჩვენ გუნდში განხეთქილება არ შეიძლება, არსებობდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, საკითხი, რომლის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობა იყო, ერთ-ერთ ინიციატივას შეეხებოდა და პოზიციები შეჯერდა.

„ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულება და მოვალეობაა, თითოეულ საკითხზე მოხდეს პოზიციების შეჯერება და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას ეყრდნობა. გარწმუნებთ, ასეთი საკითხები საკმაოდ ხშირად არის მთავრობის სხდომაზე და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მოვალეობაა, საკითხი შევაჯერო. ასე მოხდა ამ საკითხთან დაკავშირებითაც და ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები, პრემიერის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საზოგადოებას და მედიას ეცნობება.

„როდესაც იქნება ასეთი გადაწყვეტილება, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამის შესახებ გაიგებთ. არსებობს სამთავრობო პროგრამა, რომელიც წარვადგინეთ, რომელსაც ვახორციელებთ. ეს პროგრამა და მისი წარმატებით რეალიზაცია არის თითოეული მინისტრის კარგი ან ცუდი საქმიანობის შედეგი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ეს არ არის მთავრობა, სადაც ერთმანეთს ულტიმატუმის ენით ვესაუბრებით, ეს არის გუნდი, სადაც ყველას შეუძლია, გამოვთქვათ განსხვავებული პოზიცია”
შემდეგი სტატიარუსულ სამხედრო ბაზაზე 29 წლის ქართველი ჩამომხრჩვალი იპოვეს