მამუკა ბახტაძე – ჩემი ამოცანაა, უზრუნველვყოთ დიასპორის ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმესა და ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში

ჩემი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი დიასპორის ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, ყველა საზოგადოებრივ აქტივობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 27-28 მაისს თბილისში დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით ტრადიციული, ყოველწლიური ფორუმი გაიმართება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობისთვის დიასპორასთან ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

„ამავე დროს, ჩვენ ახალი კონსტიტუციით გვევალება, რომ დიასპორასთან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვქონდეს. ძალიან ბევრი ნიჭიერი, ერთგული, პატრიოტი ადამიანია, რომელიც იძულებული იყო თავის დროზე დაეტოვებინა საქართველო და ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული მათგანის ენერგია მოვახმაროთ ჩვენი სამშობლოს მშენებლობას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სპეციალური საგრანტო პროგრამაც დავაწესეთ, ამასთან ერთად ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებმა მოამზადეს თავიანთი ინიციატივები, რომელიც დარწმუნებული ვარ, აისახება მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრებში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ჯორჯიან მანგანეზის” კონტრბრალდებები გაფიცულებს – კომპანია თანამშრომლების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს