მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს დღეიდან გამართავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 5-14 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს,

მთავრობის მეთაური სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდშოუს გამართავს. უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პრემიერი საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს გააცნობს და სხვადასხვა სფეროში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე ილაპარაკებს.

მამუკა ბახტაძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიებში, სადაც იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებს, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი ასევე ეწვევა ვაშინგტონს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერმინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს, მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მიწვეულნი არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშივიტალი კლიჩკო მიხეილ სააკაშვილს თავისი პარტიის ხელმძღვანელობას სთავაზობს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- „სვეტის“ შეჩერებულ მშენებლობებს „ემ კვადრატი“ გადაიბარებს