მამუკა ბახტაძე არჩევნებზე – უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ

მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურიც ჩაივლის ისეთივე რეჟიმში, როგორიც იყო პირველი ტური – მშვიდობიანად, დემოკრატიული სტანდარტების უმაღლესი დაცვით, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები თავის გადაწყვეტილებას და არჩევანს მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, თავისუფალ გარემოში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და სწორედ თავისუფალი არჩევანი არის მათი პოლიტიკური გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

„ყველა ოლქში, პირველივე ტურში გაიმარჯვეს ჩვენს მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა. რაც შეეხება მთაწმინდას, აქ გვაქვს ჩვენ მეორე ტური, რომელიც ბუნებრივია, ამავე დროს არის დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამოვლინება. მიუხედავად იმისა, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობდნენ ამ პროცესში დისონანსი შეეტანათ, მათ ეს არ გამოუვიდათ“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ საარჩევნო კომისიის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სამართალდამცველებს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშითავს დამნაშავედ არ ცნობს – ფარცხალაძის პირველი კომენტარის სასამართლოს შემდეგ
შემდეგი სტატიაჩემი პირველი ხელფასი 50 დოლარი იყო – არ არის გამამართლებელი, რომ „დაბალი ხელფასი მაქვს და უნდა ჩავიდინო დანაშაული“