მამუკა ბახტაძე : არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო

არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცესკო-ს სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები არ არის საჭირო.

„არჩევნების თარიღს განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახით. ვფიქრობ, უნდა ვიხელმძღვანელოთ კანონით და ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გუშინ ხელი მოაწერა შემაჯამებელ ოქმს და გამოსცა განკარგულება საპრეზიდენტო არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშილონდა თოლორაია : 2018 წელს ქალთა მკვლელობები 58%-ით შემცირებულია და არ მომხდარა ქალის მკვლელობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ
შემდეგი სტატია„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში