მამუკა ბახტაძე : 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ათასი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია

რიცხვი, რომელიც ახლა უნდა დავასახელო, ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში – 2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ათასი შეადგინა. ჩვენი ზომის ქვეყნისთვის ეს მართლაც არის უნიკალური წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება.

„ვიზიტორები საქართველოშ ეცნობიან ჩვენს უნიკალურ კულტურას და კიდევ ერთხელ ყველა რწმუნდება, რომ ჩვენი უნიკალური კულტურა ეს გახლავღ საერთო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში -წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე – ფრანკფურტში.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია – 2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში. ასევე საერთაშორისო კვლევითი პორტალის – Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა, მაშინ როცა ევროპაში მეორე ადგილზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ტურიზმის განვითარება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 8 679 544 ვიზიტი შედგა
მსგავსი: 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 8 679 544 ვიზიტი შედგა
„საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.

ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც ასევე რეკორდულია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. ეს არის ხელშესახები შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის თვალსაზრისით.

შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია ქვეყნის ყველა რეგიონს, ქალაქსა და სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრს 40-მა პაციენტმა მიმართა
შემდეგი სტატიაზესტაფონში , სოფელ შორაპანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა