მამუკა ბახტაძე 2012 წელს ენმ-ის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 20 ათასი ლარის გადარიცხვას განმარტავს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე, 2012 წელს ენმ-თვის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 20 ათასი ლარის გადარიცხვას განმარტავს.

პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ თანხა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო გადაირიცხა მისი პირადი ანგარიშიდან.

ბახტაძის თქმით, ის ქართული ოცნების მხარდამჭერი 2011 წლიდან არის.

„რაც შეეხება ჩემ მიერ გადარიცხულ თანხას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 2012 წლის აგვისტოში, თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რომ რამდენად მე გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად, მე ამაზე მაქვს ძალიან მარტივი და პირდაპირი პასუხი – არა, მე ჩემი თანხა არასდროს არ გადამირიცხავს ენმ-თვის. თქვენ 2012 წელს იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება ქართულ ოცნებას, დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში „საბანკო საქმიანობის შესახებ“. ესაც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: შსს ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიადროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და არ გამოვუცხადებთ – ირმა ინაშვილი