მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 8, 2018 14:33

მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს  უახლეს ისტორიაში

მნიშვნელოვანი

  • 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სხვა სტატიები

2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის დღე, როდესაც სახელმწიფო, მაშინდელი რეჟიმი თავისი რეპრესიული მანქანით დაუპირისპირდა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, ფეხქვეშ გათელა მათი ღირსება და თავისუფლება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არასოდეს დაუშვებს მსგავსი დღეების განმეორებას ჩვენს დემოკრატიულ ქვეყანაში და ბოლომდე იქნება ერთგული იმ ფასეულობების, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ნოემბერი 8, 2018 14:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics