მამუკა არეშიძე “ქართული ოცნების” გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი იქნება

მამუკა არეშიძე გარდაბნის გამგებლის არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად არეშიძე ადასტურებს.

როგორც ექსპერტი აცხადებს, მან “ქართული ოცნებისგან” არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო და თანხმობაც განაცხადა.

ცნობისთვის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება, მას შემდეგ გახდა აუციელებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მამუკა არჩეშიძე ასევე გარდაბანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარად იყო წარდგენილი.

 

წყარო: pia.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგი გუგავა : უპრეცედენტოდ უზნეო, უსამართლო და ამორალური გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია“ყველაფერი შესაძლებელია” – ნუკრი ქანათარია დავით ნარმანიას მოსალოდნელ გადადგომაზე საუბრობს