მამუკა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს

????????????????????????????????????

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან მის გადაყენებას უკანონოს უწოდებს და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დანიშვნის პროცესის შეჩერების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს.

მამუკა ახვლედიანმა საქალაქო სასამართლოში განცხადება ადვოკატთან ერთად უკვე შეიტანა, სასამართლოს კი, სამდღიანი ვადა აქვს, რომ მისი სარჩელი განიხილოს.

“შევიტანეთ უზრუნველყოფა, დროებითი განჩინების გამოტანაზე, რომ შეჩერდეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის კანიდატურის დანიშვნის პროცესი, ვინაიდან ჩემი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ამ თანამდებობაზე ჩემი აღდგენა, ვეღარ მოხერხდება. ასეთ შემთხვევაში, სამართლებრივი დავა აზრს კარგავს, რადგან შეიძლება თქვან, რომ რაღაც ზიანი მოგადგა და იდავო ამ ზიანზე. ასე რომ არ მოხდეს, ჩვენი განცხადება დასაბუთებულია და სასამართლოსგან პასუხს ველოდები”,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ წარუდგინა. წარდგენილ კანდიდატს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭს, სავარაუდოდ, პარასკევს ჩანიშნულ სხდომაზე უყრის.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაპუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან პატიმრების გადაცემაზე ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა