მამუკა ახვლედიანი პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა ტესტების გავრცელების საკითხზე პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. არ არის გამორიცხული, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში უმცირსობა გამოვიდეს.
ახვლედიანს ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი გაასაჩივრებს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით მას ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გადაწყვეტილებას კი გასაჩივრების შესახებ, სწორედ მას შემდეგ მიიღებს, რაც ოფიციალურ დოკუმენტს გაეცნობა.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ოთხი შპს გაერთიანდა
შემდეგი სტატია„ცვლილებები მერიაში ამჟამადაც გრძელდება და პროცესი მქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება“