მამუკა ახვლედიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მაფია და ამ ხალხს არაფრად არ ვთვლი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მკაცრად გააკრიტიკეს, ამ შეფასებებს კრიტიკითვე პასუხობს. ახვლედიანისთვის გაუგებარია, რატომ მსჯელობენ მოსამართლეები იმ ფარულ ჩანაწერზე, რომლის ავთენტურობაც ჯერ არ დადგენილა.

„ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი არაკომპეტენტურობა, არაავთენტურ ჩანაწერზე ესეთი კომენტარები აბსურდულია, მიეცათ საშუალება რაღაცა ისაუბრონ. მე ვცდილობ ჩემა საკითხებმა არჩევნებზე გავლენა არ იქონიოს“, -აცხადებს ახვლედიანი.

ის ასევე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სასამართლოში ელექტრონული პროგრამების განხორციელებისთვის 5 მილიონი ლარის დახარჯვას ეხებოდა, თუმცა შედეგი არ ქონია.

„რაც შეეხება სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, საქმეების განაწილების შესახებ ელექტრონულ პროგრამების განხორციელებაზე, მეთოფიშვილის კომპიუტერთან შემხებლობა ცოტათი ჯობია პრიმატების შემხებლობას კომპიუტერთან. მე ამ თანხებთან შეხება არ მქონდა და რატომ არ მუშაობს ეს პროგრამა, არ ვიცი. ამ ელექტრონულ სისტემას დღეს იყენებენ იმისთვის, რომ ყველა მოსამართლის დაუმთავრებელ საქმეებში შედიან საბჭოს წევრები“,- აღნიშნა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტის ჩვენების მიხედვით, ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა დამონტაჟებულია
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანი ეტაპი ვიზალიბერალიზაციის პროსესში” – თენგიზ ფხალაძე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს