მამუკა ახვლედიანი: იუსტიციის საბჭო და მისი თავმჯდომარე უნდა წავიდეს

????????????????????????????????????

უნდა წავიდეს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე მამუკა ახვლედიანმა მართლმსაჯულების სახლში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბჭოს და მის თავმჯდომარეს არ აქვს ხედვა როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო სისტემა. ახვლედიანის თქმით, მას ახლა ედავებიან საკითხს, რომელსაც წლებია აკეთებს.

“მე სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადე. თურმე ჩემი გათავისუფლებით სისტემა ამოისუნთქებს. ის პრობლემები რაც სისტემაშია ჩემს გარეშეც იჩენს თავს. საბჭომ ისიც არ იცის რამდენი ადამიანი სჭირდება სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას”, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ის რაც გუშინ მოხდა მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებით, კიდევ ნათლად აჩვენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახეს.

banner
წინა სტატიაშითურქეთი პროსტიტუციის ბრალდებით 29 ქალი დააკავეს
შემდეგი სტატიაფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა