მამუკა ახვლედიანი დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება

????????????????????????????????????

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ახვლედიანი დღეს, 13:00 საათზე დაიკითხება.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი უწყვეტი და ავთენტურია. ახვლედიანსა და გვარამიას შორის საუბრის ფარული ჩანაწერი 2016 წლის ოქტომბერს 3 ოქტომბერს გავრცელდა.

ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, აღნიშნული საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებული ვერსიაა.

banner
წინა სტატიაში(Video) ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან
შემდეგი სტატიაშსს–მ ნარკორეალიზატორები დააკავა