მამუა ბახტაძე : დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი

“დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი- განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ტელეკომპანია Fox-ის ეთერში. გადაცემა Special Reports-ის წამყვანის კითხვაზე განიხილება თუ არა ალიანსში საქართველოს მხოლოდ 80%-ის ინტეგრაცია, ბახტაძე ამბობს, რომ ნატოს წევრობა უმთავრესი პრიორიტეტია და ამ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა.

“დიახ, ნატო-ს წევრობა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებთ, ვიდრე მოგვეთხოვება. მართალია, ჩვენი ეკონომიკა არც თუ ისე მსხვილია, მაგრამ ჩვენ ვხარჯავთ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვის სფეროში. ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა აშშ-სთან ბრძოლაშია გამოცდილი. ჩვენი მებრძოლები მხარდამხარ ებრძვიან საერთაშორისო ტერორიზმს ავღანეთსა და ერაყში. ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილის სტატისტიკით, ჩვენ ვართ ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ამ საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს”, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – რუსეთთან დიალოგის წარმართვაზე პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება იმედის მომცემი იყო, რადგან დიალოგი უალტერნატივოა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – თუ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩვენი რეგიონი ბევრად უფრო პროგნოზირებადი და მდგრადი იქნება