მამლებთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს – ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მომავალი წლისგან სიკეთეს ელოდება.

ჟურნალისტის კითხვაზე – რას ელოდება მამლის წლისგან, მინისტრი აღნიშნავს, რომ მამლის მხნეობა განათლებაშიც გამოსადეგია.

“მამლის წლისგან განათლების წელს ველოდები, მამლებთან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. პოზიტიურია ადრე ამდგარი, მხნე, სოფლის გამამხნევებელი, განათლებაში ძალიან გამოგვადგებოდა ეგ ამბავი, მეტი მხნეობა, ადრე ადგომა, მეტი მონდომებით შრომა.

მე მინიმუმ 06:00 საათზე ვიწყებ დღეს და შეიძლება ამ მიზეზით მომავალი წელი ჩემთვისაც ხელსაყრელი და სასიკეთო იყოს”, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზაცია აუცილებლად უნდა შევთავაზოთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებლებს
შემდეგი სტატიაერთიანი ნაციონალური მოძრაობის VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიის განცხადება