მამის მკვლელობისთვის დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ შვილს მამის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა

საზარელი მკვლელობა გლდანში – მამის მკვლელობისთვის დაკავებული რეზი გამხიტაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ შვილს მამის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. მათი თქმით, ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ 49 წლის კაცს ჭრილობა მხოლო მკლავზე აღენიშნება, თუმცა შემთხვევით დანა არტერიაში მოხვდა, რის გამოც გარდაიცვალა.

გამხიტაშვილის ოჯახის წევრი მომხდარის დეტალებს ყვება.

“მამა-შვილს მოუვიდათ კონფლიქტი ამაზე, რომ უბრალოდ, დაგვეხმარე, იმუშავე და ამ ბავშვმა თქვა, რომ მე ვერ ვიმუშავებ და არ შემიძლია. სამზარეულოში იყო ბავშვი დილით, ტრიალებდა, მამას რომ ეძინა, ის ყავას სვამდა, დედა წავიდა სამსახურში. ამ დროს რა მოხდა უკვე აღარ ვიცით, მაგრამ ბავშვს დანა ეჭირა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ პურს ჭრიდა ან რაღაცისთვის უნდა გამოეყენებინა სამზარეულოში. მამას აქვს ჭრილობა მკლავზე, ხელშია დაჭრილი. ხელზე აქვს ნაკაწრი, მაგრამ პირდაპირ არტერიაზე შემთხვევით მოხვდა. ბავშვი გუშინ ორჯერ ცუდად გაგვიხდა, სასწრაფო გვყავდა, შოკშია, სულ ტირის, – ამბოლბს ოჯახის წევრი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
შემდეგი სტატიაბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს