მამაუკა ხაზარაძე: მინდა მადლობა ვუთხრა იაგო ხვიჩიას, რომელიც გამომყვა და თქვა რომ მიუღებელია მისთვის რაც იქ მოისმინა

“ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში მოხდა დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირებაზე “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ შეთანხმება სხვაგვარი იყო:

შეთანხმება იყო რომ უნდა ვყოფილიყავით მე და წამყვანები მარტო, ინტერვიუს ბოლოს შემოიყვანეს ელისაშვილი და ბატონი ხვიჩია და ინტერვიუ გადაზარდეს დებატებში” ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, სტუდიის დატოვების შემდეგ, იგივეს აპირებდა იაგო ხვიჩია, რომელის ელისაშვილის საქციელს გაემიჯნა:

სუფთა პროვოკაცია იყო დაგეგმილი იქ. გამოვიდნენ ეთერიდან…მინდა მადლობა ვუთხრა იაგო ხვიჩიას, რომელიც გამომყვა და თქვა რომ მიუღებელია მისთვის რაც იქ მოისმინა და თქვა რომ ტოვებდა სტუდიას, მე ვთხოვე პირადად და იქ ადამიანები ესწრებოდნენ, რომ ჩემ გამო ნუ დატოვებდა ეთერს და შებრუნებულიყო”,- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

 

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს: ავანტიურისტი და მატყუარა ხარ არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული

 

banner
წინა სტატიაშივაშაძე: რაც რუსთავი 2-ის ეთერში მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ელისაშვილთან ცალკე კი არა, საერთოდ შეხვედრას არ აქვს აზრი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს