მამაუკა ხაზარაძე: მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში

walenjixa

მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ მოუწოდა ბიზნესმენებს, რომ თავიანთი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ და მოგება დატოვონ წალენჯიხაში.

„როცა სულ რამდენიმე წლის წინ, აქ, 18 კილომეტრში მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები ანაკლიას აშენებდნენ, როცა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და რუსული პოლიტიკით, ეს პროექტი ჩააგდეს, ამით ანაკლია კი არ ჩააგდეს, ამით ჩაკლეს ჩვენი შვილების მომავალი, იმედი, სამუშაო ადგილი, შემოსავალი და ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნისთვის, ამიერკავკასიისთვის, მთელი მსოფლიოსთვის კარიბჭე ჩააგდეს. მე უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახალარჩეულ მერს გვერდით და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად. მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ თქვენი მოგება წალენჯიხაში. ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ვაჩვენებთ, როგორ იმართება თვითმმართველობა, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა თავის სოფელში, ქალაქში როგორ იცხოვროს და არა იმან, რომელიც კაბინებში შედის და იქიდან გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს დრო დამთავრდა საქართველოში და ამის მაგალითი არის წალენჯიხა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშიგიორგი ხარჩილავა: თავისუფლება უნდა გიყვარდეს, რომ მისთვის თავი გაწირო
შემდეგი სტატიამე, 7 ნოემბრის დაზარალებული, მაია ასათიანი ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას