“რაც შეეხება საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რატომღაც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარასად ვეღარ მიხვალ (შედარებას არავისთან ვაკეთებ, უბრალოდ ციტატაა ასეთი). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია და ამოსახსნელი, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით”,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.