მამას 15 წლის შვილის გაუპატიურებას ედავებიან

პროკურატურა კაცს საკუთარი შვილის, 15 წლის გოგოს გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება.

საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის ეტაპზეა. ბრალდებული 4 შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთშია.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა.

ბრალდებული თ.ტ. დუმილის უფლებით სარგებლობს, მოზარდი კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია გადაყვანილი.

ადვოკატის ინფორმაციით, დაზარალებული არასრულწლოვანს სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ უვლია.

პოლიციას მოზარდის მეგობრის დედამ მიმართა და უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და მან უშუალოდ მოისმინა მოზარდისგან მოისმინა ამის შესახებ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თემურ ტ.-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აგვისტოსთვის