მამაო, რომელიც ჟურნალისტების უხამს ფოტოებს აზიარებს: ​Facebook-ის მოხმარება არ ვიცი

​F acebook-ის მოხმარება არ ვიცი და ეს ფოტოც შემთხვევით გავაზიარე – ასე იმართლებს თავს ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი.

მამა იოსებ ღლონტი, რომელიც სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა და ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტების ფოტოშოპით დამუშავებულ უხამს ფოტოებს აზიარებს, ადასტურებს, რომ მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს და მისთვის მთავარი გმირი სტალინია.

“სულ არ ვიცნობ იმ ბიჭებს და გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა, სულ არ ვიცი ვინაა ისინი. ახლა ვსწავლობ, სად დავაჭირო თითი, იქ რაზე დავაჭირე ხელი აღარც მახსოვს. მე ვაზიარებ რუსული ტელეკომპანიებიდან და ვაჩვენებ ხალხს წყალდიდობას, იცოდეს ხალხმა რა ხდება ევროპაში. რუსეთის იყო თუ გინდა, ამერიკის რა მნიშვნელობა აქვს…რატომღაც დადებითად მიმაჩნია სტალინი, თქვენ არ მიგაჩნიათ?!”,- ამბობს მან.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯაფარიძე – მამუკა ხაზარაძეც შეიძლება იყოს პრემიერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძეც, რატომაც არა
შემდეგი სტატია“ფლანგვის დეტექტორი”: მეუფე ანტონი წილს 8 კომპანიაში ფლობს