“მამამ შვილი მოაწყო” – დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გზირიშვილის კაბინეტთან ნეპოტიზმი გააპროტესტეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის კაბინეტთან ნეპოტიზმი გააპროტესტეს.

მათ გზირიშვილის კაბინეტთან ფურცლები გააკრეს წარწერით: “მამამ შვილი მოაწყო”.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ალექსანდრე გზირიშვილი ჩარიცხა ის ლევან გზირიშვილის შვილია.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, მოსამართლედ დანიშვნაზე პრეტენზია განაცხადონ. ის სწორედ მოსამართლეობისთვის მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებაა.

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ალექსანდრე გზირიშვილი სკოლაში ნეპოტიზმით ჩაირიცხა, ვინაიდან კონკურსში სხვა, ბევრად კვალიფიციური კადრებიც მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, ლევან გზირიშვილიც მოსამართლეთა კლანის წევრია, ვინაიდან მათ მხარს უჭერს ყველა გადაწყვეტილებაში.

ფაქტი, რომ ალექსანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი ნეპოტიზმით გახდა, უზენაესი სასამართლოს მოქმედმა მოსამართლე, ბესო ალავიძე ფეისბუქზე გამოეხმაურა და მისი სკოლაში ჩარიცხვის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდა.

“დღეს უიმედოდ, მაგრამ მაინც ველოდებოდი ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდის, იშვიათი გამოცდილების მქონე და წარმატებული იურისტის კონკურსის შედეგებს, თუმცა, სამწუხაროდ ისევ იზეიმა საქართველში კარგად აპრობირებულმა ნეპოტიზმმა, ფამილარობამ, პირადმა კონტაქტებმა, ჩაწყობამ, მომავალი თაობებისთვის უიმედობის განცდის გაჩენამ, ანუ ისევ არაფერი გვეშველება, … სამარცხვინოა ეს ყველაფერი!” – დაწერა ალავიძემ 25 ნოემბერს.

banner
წინა სტატიაშიამ გოგონას საამებლად ზვიად ძიძიგურმა პარტიიდან გამრიცხა – ნანა კოსტავა სალომე ბარკერზე
შემდეგი სტატიასტრასბურგში, რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა