მამაკაცმა, რომელმაც წინანდალში ყოფილი მეუღლე მოკლა, თვითმკვლელობა სცადა

Crime Scene

მამაკაცმა, რომელმაც წინანდალში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილი მეუღლე მოკლა, თვითმკვლელობა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის ბიუროს კორესპონდენტი ავრცელებს.

ამ ეტაპზე, 1984 წელს დაბადებული ავთო ბეჟუაშვილი თელავის საავადმყოფოში, ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულს ცოტა ხნის წინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მას ყოფილ მეუღლესთან მიკარება ეკრძალებოდა, თუმცა ის ბრძანებას არ დაემორჩილა.

გარდა ამისა, ის დაკავებული იყო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით და სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

წინანდალში წუხელ, ადგილობრივმა მცხოვრებმა ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა. 29 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

banner
წინა სტატიაშითოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები რჩება
შემდეგი სტატიაეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს