მამაკაცმა მანქანაში 15 ათასი ფუტკარი იპოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ლას-კრუსესში, ნიუ-მექსიკოს შტატში, მამაკაცმა მარკეტის პარკინგზე მანქანა 10 წუთით დატოვა, საყიდლებიდან მობრუნებულს მანქანაში ფუტკრების გუნდი დახვდა – nytimes-ი წერს, რომელიც მამაკაცის სახელსა და გვარს არ აქვეყნებს.

მამაკაცმა არ იცოდა რა ექნა და ფუტკრების მანქანიდან გაყრა დაიწყო, სურათს სრულიად შემთხვევით ადგილობრივი მეხანძრე ჯეს ჯონსონი შეესწრო, რომელიც მოყვარული მეფუტკრეა.

ჯონსონის თქმით, ფუტკრების გუნდი, რომელთაც სახლი არა აქვთ, არ არის საშიში, რადგანაც მათ საკუთარი ოჯახის დაცვის ინსტინქტი არ ამოძრავებთ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩვეულებისამებრ ვეღარ გაგრძელდება
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა