მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს ცივი იარაღით 8 ჭრილობა მიაყენა

მკვლელობა ასპინძაში – მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს ცივი იარაღით 8 ჭრილობა მიაყენა. 27 წლის ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

მამაკაცმა, იმ პირთან ანგარიშწორებაც სცადა, ვისაც ცოლთან კავშირში ადანაშაულებდა, თუმცა ის სახლში არ დახვდა. დამნაშავემ მისი მამა დაჭრა, რომელიც ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და ის საოპერაციოში შეყავთ.

მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილი დანაშაულს, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს მამის დაჭრის ფაქტზეც. კერძოდ, 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიTurkish Airlines-ის რეისზე 13 კილომეტრის სიმაღლეზე გოგონა დაიბადა
შემდეგი სტატიაგივი ბერიკაშვილი რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული