მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა გაჩიანში

ინფორმაცია და შემზარევი ფოტო კადრები ქრონიკას თავდაპირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაწოდეს. შუა ხნის მამაკაცი ჯგუფი ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. როგორც ჩვენი წყარო აცხადებს მამაკაცი ჯერ ცემეს შემდეგ კი გააუპატიურეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და საავამდყოფოშია მოთავსებული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ის თანასოფლელებმა აწამეს მიზეზად კი ეჭვიანობა სახელდება. კადრებში კარგად ჩანს რომ წამების ფაქტებს თვითმხილველები მობილური ტელეფონებით იღებდნენ.
მომხდარი ქრონიკას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ინციდენტში მონაწილე დანარჩენი 6 ადამიანიც.

წყარო: Tv ქვემო ქართლი

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvkvemokartli/videos/758133654373994/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში[ ვიდეო] გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ე.წ.ვიზიტის შესახებ