მამაკაცის წამებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქვემო ქართლში მამაკაცის წამებაში ბრალდებული სამი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე დაიწყება.

საქმის მოსამართლე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე ირინა ტყეშელაშვილი იქნება.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ქვემო ქართლში, ერთ-ერთ სოფელში 40 წელს გადაცილებული მამაკაცი ხუთმა პირმა აწამა და გააუპატიურა. უწყების ცნობით, ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.

როგორც დაზარალებულის ახლობლები და თანასოფლელები აცხადებენ, ფაქტში 15-მდე პირი მონაწილეობდა. მამაკაცის ახლობლები ყველა მათგანის დასჯას ითხოვენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წამებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორიც ბოიკოტს უცხადებს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს