მამაკაცის ფოტო გამოქვეყნდა, რომელმაც ლონდონში თავდასხმა მოაწყო

ლონდონში მომხდარი შემთხვევის შედეგად სამართალდამცველები პარლამენტის შენობის თითოეულ კაბინეტს ამოწმებენ. დეპუტატები თანდათან, ჯგუფ-ჯგუფად გაყავთ შენობიდან – ამის შესახებ დეპუტატმა ნაიჯელ ევანსმა “ბიბისის” განუცხადა.
“ასოშეიტედ პრესი” უცნობ ევროპელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ გუშინ ჯიჰადისტურ ინტერნეტ-ჯგუფებში აქტიურად განიხილავდნენ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, თვითმფრინავის სალონებში მობილურზე დიდი ელექტრონული ხელსაწყოს შეტანის აკრძალვის შესახებ.
როგორც დღეს “თაიმერი” “სიენენზე” დაყრდნობით წერდა, “ალ-ქაიდელი” ტერორისტები სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქების მეთოდებზე მუშაობენ – ისინი ამისათვის ამუშავებენ ნოუთბუქებისა და პლანშეტური კომპიუტერების ელემენტებით ასაფეთქებელი ნივთიერებების გადატანის ვარიანტებს.

ამის გამო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აკრძალეს ელექტრონული მოწყობილობების გადატანა, რომელიც მობილურ ტელეფონზე დიდია. ტელეარხის წყაროს ცნობით, ინიციატივა მოდიოდა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე აშშ-ს დაზვერვის მაღალჩინოსნებისგან.
აკრძალვა ეხებათ რეისებს ეგვიპტედან, იორდანიიდან, მაროკოდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან, თურქეთიდან და გაერთიანებული ემირატებიდან. ბრიტანეთის ანალოგიურ სიაში დამატებულია ტუნისი და ლიბანი, მაგრამ არ არის მაროკო და კატარი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ლონდონში პოლიციელზე თავდასხმამდე მამაკაცმა ხალხს მანქანით გადაუარა. მანქანამ მინიმუმ ხუთი ადამიანი გაიტანა. ხალხის შემდეგ, მანქანა კედელს მიეჯახა. მანქანიდან გადმოვიდა მამაკაცი, რომელსაც დანა ეჭირა.
სულ ინციდენტის შედეგად, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დაშავდა.
სამართალდამცველებმა შენობას ალყა შემოარტყეს. პოლიციამ თავდამსხველს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ბოროტმოქმედმა შენობაში შესვლა სცადა. მას სამი ტყვია ესროლეს. მოედანზე ორი გამვლელი დაშავებულია, რომელთაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მოედანზევე დაეშვა სასწრაფო დახმარების ვეტმფრენი.

ლონდონის ცენტრში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ ტერაქტს ერთი ქალი ემსხვერპლა, – წერს BBC. გარდა ამისა, ერთი პოლიციელი დაჭრილია. მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა
პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომხდარზე ინფორმაცია გააჩნია და მოვლენებს თვალყურს ადევნებს – “ტვიტერზე” მისმა პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში(video) ექსკლუზივი:გახდება თუ არა სოფელი მუჟავა მსოფლიო მნიშვნელობის ადგილი
შემდეგი სტატიაგაგარინის მოედანზე სწრაფი გადახდის აპარატი დააზიანეს