მამაკაცის გატაცების მცდელობა თბილისში – სპეცოპერაციის დეტალები

სპეცოპერაცია დღეს სამგორში, გახოკიძის ქუჩაზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ,,ემელის“ მარკი ავტომობილით სამი შუა ხნის მამაკაცი ცდილობდა ერთი მამაკაცის გატაცებას.
ადგილზე ამ წუთებშიც ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ და ავტომანქანას ექსპერტიზას უტარებენ.

როგორც “თაიმერს” ადგილობრივებმა განუცხადეს, ისმოდა სროლის ხმა და სამართალდამცავებმა 3 პირი აიყვანეს.

მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ფულის გამოძალვას უკავშიდებოდეს.

დაკავებულები გადაყვანილი არიან წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჩატარდა საპოლიციო ღონისძიება და უწყება ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქს სამებაში 19:00 საათზე ელოდებიან-ილია მეორე შენდობის წესს აღავლენს
შემდეგი სტატია(Video) ,,ვიტყვი იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ხდება“- ვინ დგას საპატრიარქოს სკანდალის უკან