მამაკაცი,რომელიც ცოლზე ძალადობდა და მეუღლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, იმ მოტივით, რომ იგი იყო ოჯახის უფროსი, თავის მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა და ამცირებდა. მიუხედავად ამისა, პოლიციისათვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავთ.

მორიგ კონფლიქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 24 აგვისტოს, რის შემდეგაც ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება გენდერული ნიშნით ოჯახის წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,ახალმა მფლობელმა წმინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოგვყარა”-ჟორჟოლიანი ,,იბერიის” ყოფილ თანამშრომლებს
შემდეგი სტატია“ჩცდ“ ეთერში ოქტომბერში დაბრუნდება