მამაკაცი, რომელმაც საგარეჯოში ოთხი ადამიანი მოკლა, დაკავებულია

საგარეჯოში მკვლელობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრებმა 85 წლის ო.გ. დააკავეს.

ო.გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად ოთხ ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ სარაჯიშვილზე მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს