მამაკაცი, რომელმაც გუშინ ვაკეში მეუღლე დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც გუშინ ვაკეში მეუღლე დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმარი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, თუმცა ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მამაკაცისგან განსხვავებით, იგი კვლავ მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. პაციენტებს სათანადო მკურნალობა უტარდება.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დინამიკა დადებითი და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ “პიქსელ ცენტრთან” ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.

banner
წინა სტატიაშიდაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, გაცალმხრივდება თუ არა პეკინის ქუჩა
შემდეგი სტატიათემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია