მამაკაცი, რომელიც ქალებს 30 წელი აუპატიურებდა, დაკავებულია

საფრანგეთში დააკავეს მოძალადე, რომელიც 1988 წლიდან ქალებს აუპატიურებდა საფრანგეთსა და ბელგიაში – L’Express-ი წერს. მამაკაცი ჩრდილოეთ საფრანგეთში ცხოვრობს. ის 26 თებერვალს დააკავეს. როგორც ქალაქ ვალანსენის პროკურორმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ეჭვმიტანილმა ყველა დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ ბოროტმოქმედის მსხვერპლი დაახლოებით 40 ქალი გახდა.
პროკურატურის მონაცემებით, მამაკაცი ერთიდაიგივე სცენარით მოქმედებდა – ქალებს უკნიდან ესხმოდა თავს, დანაშაულს დილით ადრე, ჯერ კიდევ განთიადზე ჩადიოდა. ის სახეს მალავდა, ხელზე კი ხელთათმანები ეკეთა.
მისი დაკავება თებერვალში უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. პოლიციელებმა ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლეს და საეჭვო მანქანა შეამჩნიეს.
მამაკაცი 50 წელზე მეტი ხნის არის. ის სამი შვილის მამაა. გამოცემის ინფორმაციით, ის ყოფილი ფეხბურთელი, მწვრთნელი და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტია. მას ნაცნობები ახასიათებენ, როგორც კარგ მამას და მზრუნველ ადამიანს.

banner
წინა სტატიაში“მე ვარდისფერ სათვალეს არ ვატარებ” – მნიშვნელოვანი დეტალები პოროშენკოს დღევანდელი ინტერვიუდან
შემდეგი სტატიაამერიკულ ეკლესიაში მრევლი იარაღით გამოცხადდა