მამაკაცი, რომელიც ნიცაში ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილით შევარდა, ლიკვიდირებულია

მამაკაცი, რომელიც გვიან ღამით, ნიცაში, ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავ დღესასწაულზე შეკრებილ ადამიანთა შორის სატვირთო ავტომობილით შევარდა, ლიკვიდირებულია.

პოლიციისთვის ცნობილი იყო, თუმცა არა სადაზვერვო სამსახურებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მანამდე ფრანგული მედია იტყობინებოდა, რომ თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. მან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ის პოლიციამ მოკლა.

როგორ სააგენტო Reuters-ი წერს, თავდასხმელი პოლიციისთვის ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულისთვის, ის სპეცსამსახურებს აღრიცხვაზე აყვანილი არ ჰყოლიათ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. დაიღუპა 84 და დაშავდა ასზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით, პოლიციამ მანქანაში იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

banner
წინა სტატიაშინიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს