მამაკაცი, რომელიც ციხეში 44 წელი იჯდა უდანაშაულოდ, სახელმწიფოს კომპენსაციის თანხას ედავება

აფროამერიკელ რონი ლონგს 1976 წელს თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. თეთრკანიანებისგან შემდეგარმა ჟიურიმ რონი ერთხმად სცნო დამნაშავედ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 44 წლის შემდეგ რონის უდანაშაულობა დადასტურდა და ის ციხიდან 2020 წლის დეკემბერში გაანთავისუფლეს. სახელმწიფომ მას კომპენსაციის სახით 750 000 დოლარი გადაუხადა. ლონგს, რომელიც 65 წლის არის, კომპენსაციის გამოანგარიშებისას ციხეში გატარებულ თითო წელზე გამოაკლეს 50 000 დოლარი, რომელსაც სახელმწიფო მის შენახვაზე ხარჯავდა.
რონი, მისი ადვოკატი და უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ 44 უდანაშაულო წლის ციხეში გატარების შემდეგ სახელმწიფომ კომპენსაციის თანხა არასწორად დაითვალა და საქმე სასამართლოში შეიტანეს – “სიენენი” წერს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, რონი ამბობს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს, ყავს მეუღლე და “კადილაკი”, რომელიც მისი ოცნების მანქანა იყო.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” გოკა გაბაშვილმაც დატოვა
შემდეგი სტატიააუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება – იუკნევიჩიენე