,,მამაცობდენ, ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მაგრა გაიქაჩებოდა და შეიგინებოდა და რეალურად მისდევდენ ერთ კაცს”

,,გუშინ ღამე პარლამენტში საოცარი საყურებელი იყო, როგორ გარდაიქმნენ ეს ცალცალკე ვითომ არცარაფერი ადამიანები ჯგუფურ მოძალადეებად (ყველა არა), ერთმანეთის დასანახად განსაკუთრებულად ‘მამაცობდენ’, ეჯიბრებოდენ ვინ უფრო მაგრა გაიქაჩებოდა და შეიგინებოდა და რეალურად მისდევდენ ერთ კაცს დარბაზში, სადაც მანდატურიც უამრავია და დაცვაც. რომ გააჩერებდი არ გცხვენია, რას აკეთებ მაგარი რეაქციები იყო, ზოგს ბუზივით უნდოდა მოექნიე მოეშორებინე იმიტომ, რომ წინ ლუკმას ხედავდა და ებლანდებოდი, ზოგი თითქოს უცებ ფხიზლდებოდა, ზოგს არც ესმოდა ექსტაზში, ზოგი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საგმირო საქმეში ვუშლით ხელს,ღირსების დაცვაში (როგორც ასწავლეს), მაგრამ ვერ აყალიბებდენ აზრს. რაც მთავარია, ჰიმნის დროს სულ ცოტა ხანში ყველა გაჯგიმული იდგა, თითქოს ესმით, რომ უბრალოდ რაღაც მიკროფონებიან ოთახში არ დგანან და რაღაც პასუხისმგებლობას ატარებენ. ან შეიძლება ჰიმნის დროს საკუთარ ‘ღირსებას’ კიდე უფრო მაგრა გრძნობდენ. ამ ფონზე ოცნების არაერთი შეწუხებული და სევდიანი სახე, რაღაც ნაპერწკალად მოჩანდა.”

 

ელენე ხოშტარია

banner
წინა სტატიაშიდევნილები გორში ბინების გადაცემის კანონიერებას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაკიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო