11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

“მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს”- გერმანიის საელჩო

გერმანიის საელჩო საქართველოში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეხმაურება.

“მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს.

დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია.
განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ.

აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ დამოუკიდებელი ქართული ონლაინ მედიის ქსელის „სინათლის“ მუშაობის შესახებ და/ან თვალი ადევნოთ სხვა დამოუკიდებელ ქართულ ონლაინ მედიებს: Sinatle Media • სინათლე მედია  ყოველი გამოხმაურება და გაზიარება მნიშვნელოვანია!”_ აცხადებს საელჩო.

banner
წინა სტატიაშიანა ამილახვარი ქეთი სვანიძეზე: მთელი დასის წინაშე მოითხოვა ბოდიშები, იმის გამო, რომ სოლიდარული ვიყავით პატიმრების მიმართ
შემდეგი სტატიარომის პაპი: გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ