მამა ზაზა თევზაძე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე: რუსულ ინტერესებში შედის

მესამე პრეზიდენტის პატიმრობას მამა ზაზა თევზაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ სირცხვილია დღევანდელ დღეს მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები რუსული ინტერესებია.

“სირცხვილია დღევანდელ დღეს მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. თვითონ მისი პოლიტიკური აქციები კი არ შემცირდა, გაიზარდა. ეს ვითომ და სამართლებრივი დევნა, პოლიტიკურად მოტივირებულია, ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რაღაც კოსტუმების საქმე. ეს მთლიანად რუსულ ინტერესებში ზის. რუსულ სივრცეს, რუსულ პოლიტიკურ ძალას არ სჭირდება საქართველოში სახელმწიფო რეფორმები და ძლიერი სახელმწიფო, თუ ვინმე ამას გადადგამს, შურისძიების გზებია დაგეგმილი, ერთ-ერთი ქეისი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა მამა ზაზა თევზაძემ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფლება მიშას!” – დემნა გვასალია მესამე პრეზიდენტზე
შემდეგი სტატიასარჯველაძე – სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხი არ დგას